დავით ბაქრაძე: ოპოზიცია უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის და მთლიანად ხელისუფლება, თავისი ვითომ მოსული, ვითომ წასული, მყოფი და არაფრის გამკეთებელი ლიდერებიანად გავუშვათ

დავით ბაქრაძე: ოპოზიცია უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის და მთლიანად ხელისუფლება, თავისი ვითომ მოსული, ვითომ წასული, მყოფი და არაფრის გამკეთებელი ლიდერებიანად გავუშვათ

ჩვენი გეგმა უნდა იყოს, რომ ოპოზიცია მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის და მთალიანად ეს ხელისუფლება, თავისი ვითომ მოსული, ვითომ წასული და მყოფი და არაფრის გამკეთებელი ლიდერებიანად, ყველა ერთად, გავუშვათ ოპოზიციაში,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისმიერ დღეს გამოქვეყნებული წერილი ცხადჰყოფს, რომ ის პოლიტიკიდან არ წასულა და ჯერ კიდევ განსაზღვრავს „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მესიჯებსა და ქმედებებს.

„პირველ რიგში, ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასული არ არის. ის განსაზღვრავს „ქართული ოცნების“ მოქმედებებს, ამ მოქმედებების შინაარს, ამ მოქმედებების ტონალობას, ის აძლევს სამოქმედო გეგმას, დირექტივას და მესიჯებს „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას. ანუ პირველი, რაც ამ წერილიდან თვალსაჩინოდ ჩანს, გახლავთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკაში და ის არის „ქარლი ოცნების“ დასაყრდენი, რომლის გარშემოც არის დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭრა.

რაც შეეხება თვითონ ბრალდებებს, ნამდვილად მიმაჩნია, რომ აბსურდული ბრალდებები ქართულ პოლიტიკაში არ უნდა გაგვიკვირდეს, ძალიან ბევრი მოგვისმენია, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის ჩემი საქმე ხელისუფლების შიდა დაპირისპირებასა და ჭორაობაში მივიღო მონაწილეობა.

მე ვიცი ერთი რამ, ქვეყანაში დღეს არის უმძიმესი ვითარება, ამ ქვეყანაში დღეს არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, არის უმუშევრობა, სიღარიბე, ფასები იზრდება ყოველკვირეულად და ყველა ამ სიღარიბესა და გაჭირვებაში მონაწილე და დამნაშავეა „ქართყული ოცნების“ ყველა ლიდერი, მოქმედიც, უმოქმედოც, წასულიც, მოსულიც, ვითომ წასულიც, ვითომ მოსულიც, „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს არის ქვეყანა, ამიტომ ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ამ ხელისუფლების შეცვლა და კომპეტენტური მთავრობის მოყვანა და არა იმაზე მსჯელობა, ვინ ვისზე ჭორაობს, ვინ ვის რას აბრალებს და ვინ ვის როგორ უყურებს ხელისუფლებაში,“- განაცხადა ბაქრაძემ.