სალომე სამადაშვილი: ფილიპ რიკერთან მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ვისაუბრებთ

სალომე სამადაშვილი: ფილიპ რიკერთან მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ვისაუბრებთ

შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ქრონიკას“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრამდე განუცხადა.

„ფილიპ რიკერთან გვექნება საუბარი იმ გამოწვევებზე რასაც ვხედავთ მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებას მოახლოებულ ადგილობრივი არჩევნების ფონზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფილიპ რიკერმა თბილისში შეხვედრები დილიდან დაიწყო.