ფილიპ რიკერი: 19 აპრილის შეთანხმება მნიშვნელოვანია და ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ

ფილიპ რიკერი: 19 აპრილის შეთანხმება მნიშვნელოვანია და ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ

19 აპრილის შეთანხმება მნიშვნელოვანია და ყველა პარტიას თანამშრომლობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებისკენ მოვუწოდებთ, - ამის შესახებ ფილიპ რიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტში შესულმა პარტიებმა კონსტრუქციულად იმუშაონ.

„აშშ მიესალმება 19 აპრილის შეთანხმებას და რა თქმა უნდა, მის განხორციელებაზე მუდმივად ვამახვილებთ ყურადღებას. მე რეგულარულად ვიღებ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საელჩოდან. მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესში ვითამაშეთ როლი, როდესაც საქმე ეხებოდა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების წარმოებას, რომელიც პოლიტიკური ჩიხის გადაჭრითა და ახალი გზის პოვნით დასრულდა. ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს მრავალპარტიული პარლამენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ პარტიამ პარლამენტში კონსტრუქციულად იმუშაოს და გააკეთონ ის საქმე, რასაც მათგან ამომრჩევლები ითხოვენ“, - განაცხადა რიკერმა.

ფილიპ რიკერმა თბილისში შეხვედრები დილიდან დაიწყო.