ფილიპ რიკერი: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აშშ-ის მიერ გამოყოფილი ვაქცინების 25 მილიონი დოზიდან გარკვეულ რაოდენობას მიიღებს

ფილიპ რიკერი: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აშშ-ის მიერ გამოყოფილი ვაქცინების 25 მილიონი დოზიდან გარკვეულ რაოდენობას მიიღებს

„მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კოვიდის კუთხით. ამ საშინელ ვირუსთან ბრძოლაში აშშ საქართველოს გვერდში უდგას. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც აშშ-ის მიერ გამოყოფილი ვაქცინების 25 მილიონი დოზიდან ​ გარკვეულ რაოდენობას მიიღებს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ სხვა საკითხებშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

„რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას, მათ შორის - ნატო-ში ინტეგრაციას. ვრჩებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განაცხადის, ვიდრე საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.

ფილიპ რიკერმა თბილისში შეხვედრები დილიდან დაიწყო.