გიორგი გახარია ვალდებულია გასცეს პასუხი დაგროვილ კითხვებს, ოღონდ ამ კითხვებს ვერც ანა ბუჩუკური და ვერც ქემოკლიძე პასუხს ვერ გასცემენ, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკაში შევიდეს ვისაც უნდა, მაგრამ საკუთარი ძალებით.
„გახარიამ, ლიდერმა კეთილი უნდა ინებოს, გამოვიდეს და ჩვენ, გუნდის ლიდერებს ვინც დავრჩით, გაგვცეს კითხვებზე პასუხი, იქნება დღეს, თუ იქნება ერთ თვეში. ბევრი დრო გვაქვს. ჯერ არ ვაპირებთ არავინ არსად წასვლად და უნდა გაგვცეს პასუხი. მთავარი, მაინც ის არის, რომ სპეკულაციებს, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული ლიდერი და თვალის ჩაპაჭუნებას წერტილი დაესვა. პოლიტიკაში შემოდით ვისაც გინდათ, მაგრამ საკუთარი ძალებით და ნუ იყენებთ ნურავის რესურსს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.