ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენე და მოგვიანებით ოპოზიციასაც ვეტყვი, რომ კომპრომისი დემოკრატიის განვითარების ნაწილია განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა

ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენე და მოგვიანებით ოპოზიციასაც ვეტყვი, რომ კომპრომისი დემოკრატიის განვითარების ნაწილია განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა

დღეს მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრების მსვლელობისას ყურადღებას ვამახვილებდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახეზეა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და რა თქმა უნდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენე და მოგვიანებით ოპოზიციას როცა შევხვდები ვეტყვი, რომ კომპრომისი არის დემოკრატიის განვითარების ნაწილი, განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. რა თქმა უნდა ჩემი გზავნილია ახლაც და როცა კვლავ დავბრუნდები საქართველოში გახლავთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რა თქმა უნდა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მე მოხარული ვარ, რომ ჩემთან ერთად არიან ჩემი კოლეგები, ბატონი ენდრიუ შოპერი, რომელიც ჩემი მთავარი მრჩეველია, ასევე სხვა და სხვა ევროპული სარდლობის წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი საქართველოში და ესაა არაჩვეულებრივი გუნდი. ენდრიუ შოპერის დახმარებით ჩვენ ვართ ჩართული ჟენევის ფორმატში, რაც გულისხმობს ოკუპაციის პრობლემის მოგვარებას. ჩვენ მტკიცედ ერთგული ვართ საქართველოს მიმართ, რომ ქვეყანამ გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები“, - განაცხადა რიკერმა.

ფილიპ რიკერმა თბილისში შეხვედრები დილიდან დაიწყო.