„ძალიან ცხადია, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და მნიშვნელოვან მოკავშირედ შავი ზღვის რეგიონში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მქონოდა ასეთი პირისპირ შეხვედრები, თუნდაც - პირბადეებით. ვფიქრობ, ახლა საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი და დინამიკური მომენტია.“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ დრომდე, გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები საქართველოში. საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა მქონდა გასულ შემოდგომაზეც, როდესაც აქ სახელმწიფო მდივანი პომპეო იმყოფებოდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მიღებისთვის. თავდაპირველად ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო 2020 წლის მარტში, თუმცა კოვიდით გამოწვეული სიტუაციის გამო, მოგვიწია მისი გადადება, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია, ამ კუთხით, უკეთესდება. ამ პრესკონფერენციის შემდეგ რა თქმა უნდა, გავაგრძელებ შეხვედრებს საქართველოში. მივემგზავრები ბაქოსა და ერევანში და იქიდან კვლავ უკან დავბრუნდები საქართველოში გარკვეული პერიოდით. ჩემი ვიზიტის მთავარი გზავნილი არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს წარმატება, როგორც განვითარებული, უსაფრთხო დემოკრატიისა. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და მნიშვნელლოვან სასამართლო რეფორმებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა
ფილიპ რიკერმა თბილისში შეხვედრები დილიდან დაიწყო.