ჩვენ გვინდა, რომ ისინი კარგ ხასიათზე იყვნენ, რადგან ამ ჩხუბიდან და დავიდარაბიდან შევძლოთ გადასვლა კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა მოსახლეობა მხოლოდ ვიღაცის პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხზე საუბარს ისმენს.
„ჩვენ გვინდა, რომ ისინი კარგ ხასიათზე იყვნენ, რადგან ამ ჩხუბიდან და დავიდარაბიდან შევძლოთ გადასვლა კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებს. პოლიტიკური სპექტრის დამსახურებით ადამიანებს ბოლო რამდენიმე თვეა ესმით, ვიღაცის პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხი და ნაკლები მსჯელობა იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში დაგროვდა და პარლამენტში განსახილველად შემოდის“, - განაცხადა ხვიჩიამ.
საპროცედურო კომიტეტმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნას მხარი დაუჭირა.