ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას გამოეხმაურა. უმრავლესობის წევრი პარტიის მიერ ფრაქციის შექმნასაც მისალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა იმის ნიშანია, რომ „ნაცმოძრაობის“ საქმიანობაში დესტრუქციის ელემენტი ჭარბად იქნება.
„4 ფრაქცია და 1 პოლიტიკური ჯგუფი გვეყოლება დღეის აქეთ უკვე საქართველოს პარლამენტში. ბუნებრივია, რომ ფრაქციის შექმნა პოლიტიკური ცხოვრების ინსტრუმენტია პარლამენტში, მაგრამ ამავდროულად მათ მიერ ხელის არ მოწერა შარლ მიშელის დოკუმენტზე ნიშნავს იმას, რომ დესტრუქციის ელემენტი ძალიან ჭარბად იქნება მათ საქმიანობაში წარმოდგენილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
საპროცედურო კომიტეტმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნას მხარი დაუჭირა.