ვლადიმერ ბოჟაძე: ბიძინა ივანიშვილის განცხადების მერე ყველა კითხვას პასუხი გაეცა

ვლადიმერ ბოჟაძე: ბიძინა ივანიშვილის განცხადების მერე ყველა კითხვას პასუხი გაეცა

ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ სოციალურ ქსელში  წერს:

“ბიძინა ივანიშვილის განცხადების მერე ყველა კითხვას პასუხი გაეცა. მან მკაფიოდ თქვა,  რომ 18 თებერვალს გიორგი გახარიას გადადგომა იყო პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესების ღალატი, კანონის უზენაესობის პრინციპის ღალატი და მერე იმ პოლიტიკური გუნდის,  ვინც ის პოლიტიკაში მოიყვანა.  გახარიას გადადგომა იყო იმ ამომრჩევლების ღალატი, ვისაც მისი ჯეროდა... ჯეროდა რომ დაასრულებდა პანდემიით გამოწვეულ კრისიზს, დაასრულებდა ხელოვნურად გამოწვეულ პოლიტიკურ კრიზისს და ამ კრიზისის გამომწვევ ,,ნაციონალურ მოძრაობას".  წილი საბოლოოდ ნაყარია და გადამწყვეტ სიტყვას ისევე როგორც ყოველთვის 2012 წლიდან, იტყვის ,,მისი აღმატებულება ამომრჩეველი"!