ლევან ხაბეიშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრივილეგიებზე უარი თქვა

ლევან ხაბეიშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრივილეგიებზე უარი თქვა

„ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული აქვს. პოლიტსაბჭომ ამის შესახებ 31 მაისს გამოაცხადა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა.

„შესაბამისად, ფრაქციის დარეგისტრირების შესახებ ჩვენ პარლამენტს უკვე მივმართეთ. ამიტომ, სასესიო კვირაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაფიქსირდება როგორც საპარლამენტო ოპოზიცია. ხელის არ მოწერით ჩვენ თავადვე ვთქვით ყველა პრივილეგიაზე უარი. ამიტომ, ის რაზეც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ვწუხვარ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ლაყბობაა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.

amo პრივილეგიებზე კი არა დასავლეთზე ამბობთ უარს გაშიფრული რუსული ძალა
4 წლის უკან
Ninja ??
4 წლის უკან