ჰუბერტ ქნირში: საქართველო უფრო ძლიერი იქნება, თუკი მის საგარეო პოლიტიკას პარლამენტში ყველა პარტია მხარს დაუჭერს

ჰუბერტ ქნირში: საქართველო უფრო ძლიერი იქნება, თუკი მის საგარეო პოლიტიკას პარლამენტში ყველა პარტია მხარს დაუჭერს

საქართველო უფრო ძლიერი იქნება, თუკი მის საგარეო პოლიტიკას პარლამენტში ყველა პარტია მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

„როგორც საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას აღვნიშნე, საქართველო უფრო ძლიერი იქნება, თუკი მის საგარეო პოლიტიკას მხარს დაუჭერს პარლამენტში ყველა პარტია და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მტკიცედ იქნება გამოხატული პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობით“, - განაცხადა ელჩმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.