„ნაციონალური მოძრაობა“ ყველას აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძე ჟურნალისტებს განუცხადა.
მის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მოუწევს.
„შეთანხმების პროცესი მნიშვნელოვანი იყო. ბევრმა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ვიცით მათი ქმედებები. საზოგადოებას და ევროპელ მეგობრებს, ყველას აჩვენებენ, თუ როგორი არ უნდა იყოს კონკრეტული პარტია, როდესაც ის ოპოზიციაშია, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ დოკუმენტზე მაინც მოუწევთ ხელის მოწერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.