საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ირიგაციის რეგულირების საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და კომისიის წევრები.
შეხვედრაზე იმსჯელეს მელიორაციის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.