იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ისე მოგვანატრეს თავები, ოღონდ პარლამენტში შემოვიდნენ და თუ უნდათ, ნუ მოაწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს

იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ისე მოგვანატრეს თავები, ოღონდ პარლამენტში შემოვიდნენ და თუ უნდათ, ნუ მოაწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა-არშესვლის შესახებ მსჯელობა და პარტია საპარლამენტო საქმიანობაში უნდა ჩაერთოს.

„იმდენი ხანია, ისმის კითხვა, უნდა შემოვიდეს თუ არა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, მგონი, უნდა დავამთავროთ ეს საკითხი. უნდა შემოვიდნენ და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ისე მოგვანატრეს თავები, ოღონდ შემოვიდნენ პარლამენტში და თუ უნდათ, მოაწერონ ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, თუ უნდათ - არა. ესეც არაა დიდი პრობლემა“,

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე გადაწყდება, შევა თუ არა პარტია პარლამენტში. შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება.