ზაალ უდუმაშვილი: ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენი პარტია პარლამენტში უნდა იყოს

ზაალ უდუმაშვილი: ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენი პარტია პარლამენტში უნდა იყოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ, მისი აზრით, პარტია საკანონმდებლო ორგანოში უნდა შევიდეს. მისი განცხადებით, საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს პოლიტსაბჭოს სხდომაზეც, რომელიც დღეს უნდა ჩატარდეს და რომელზეც უნდა გადაწყვიტონ, პარლამენტში შევლენ თუ ბოიკოტის რეჟიმში დარჩებიან.

„ჩემი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში. ვინაიდან პოლიტსაბჭო დღესაა, მე განწყობებზე წინასწარ არ ვისაუბრებ. დღეს ჩვენ ყველა არგუმენტსა და პოზიციას კიდევ ერთხელ მოვისმენთ. გავეცნობით იმ კვლევის შედეგებს, რომელიც ჩვენმა პარტიამ დაუკვეთა და რამდენიმე საათში ცნობილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.