ექსპერტი ირაკლი ლატარია, გიორგი გახარიას სადამფუძნებლო კონფერენციას სოციალურ ქსელში ეხმიანება
“პრობლემები რომ მოაგვარო, უნდა იყო ან ბიზნესს ომბუდსმენი, ან ეკონომიკის მინისტრი, ან შსს-ს მინისტრი ან კიდევ, სულაც პრემიერ-მინისტრი”.
ლატარია განმარტავს, რომ გახარიას ყველა შესაბამისი თანამდებობა ეკავა და არც პრობლემების მოგვარებას დაუშლიდა ვინმე.
“ვუსმინე ბატონი გიორგი გახარიას გამოსვლას. მართლაც ბევრ პრობლემას შეეხო, ბევრ თემას შეეხო რომელიც შეიძლება შესაცვლელიცაა. შეეხო ბიზნესს, კორუფციას, ნეპოტიზმს, სასამართლოს და ა.შ. ბევრი რამ ახსენა, რაც ზოგადად გადასაწყვეტია, მაგრამ აქ არის ერთი ნო...
ზემოაღნიშნული პრობლემები რომ მოაგვარო, უნდა იყო ან ბიზნესს ომბუდსმენი, ან ეკონომიკის მინისტრი, ან შსს-ს მინისტრი, ან კიდევ, სულაც პრემიერ-მინისტრი”.
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა.
რომელი ერთი თანამდებობა არ ეკავა ბატონ გახარიას? ვინ უშლიდა მერე ხელს რომ შეეცვალა ახლა რომ აპირებს ცვლილებებს?”- წერს ირაკლი ლატარია.