ზაალ ანჯაფარიძე გახარიაზე: ის უფრო ადრე უნდა წასულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფუნდამენტალური სხვაობა ხედვებში ერთ ღამეში არ ყალიბდება

ზაალ ანჯაფარიძე გახარიაზე: ის უფრო ადრე უნდა წასულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფუნდამენტალური სხვაობა ხედვებში ერთ ღამეში არ ყალიბდება

გიორგი გახარიას განმარტებამ ერთ ერთ მთავარ კითხვაზე, თუ რა გახდა მისი გადადგომის რეალური მიზეზი, აჩვენა, რომ ეს ნამდვილად არ ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრების მეთოდი, რომელიც ჩემი აზრით სრულიად კანონიერად განხორციელდა და ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოს ხელისუფლება იგივეს გააკეთებდა კანონდამრღვევის რეგალიების და სტატუსის მიუხედავად, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„აღმოჩნდა, რომ გახარიას რაღაც მომენტში გაუჩნდა ფუნდამენტალური წინააღმდეგობები "ქ/ოცნებასთან" და მის პოლიტიკასთან, და ამაზე მან ღიად ისაუბრა. შესაბამისად, გადადგომის რეალური მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი იყო. თუ ასეა, მაშინ ის უფრო ადრე უნდა წასულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფუნდამენტალური სხვაობა ხედვებში ერთ ღამეში არ ყალიბდება. სხვათა შორის, იგივე მოუვიდა ექს-პრემიერ კვირიკაშვილსაც, რომელმაც „მოულოდნელად“ აღმოაჩინა რომ მის „მემარჯვენე“ პოლიტიკას პარტია არ იზიარებდა“. - წერს ანჯაფარიძე.

დღეს გიორგი გახარიამ პოლიტიკური გაერთიანება ოფიციალურად დააფუძნა.