ვინ არიან გიორგი გახარიას გუნდის წევრები

ვინ არიან გიორგი გახარიას გუნდის წევრები

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც შეკრებილებმა გაერთიანების ხელმძღვანელად გიორგი გახარია აირჩიეს, თავისი გუნდის შემადგენლობა წარადგინა.

პოლიტსაბჭოს წევრები:

გიორგი ხოჯევანიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, გიორგი შარაშიძე, კახაბერ ქემოკლიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, რუსუდან თევზაძე, ალექსანდრე მოწერელია, ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე, კოტე ანანიაშვილი, გიგა ფარულავა და გიორგი გოგუაძე.

გიორგი გახარიას გუნდში ასევე არიან:

ლევან დოლიძე, გიორგი აბაშიშვილი, ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე და საბა ჯიქიძე.

პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, არჩევნებშიც, აქტიურად ჩაერთვებიან.

გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნების პარალელურად, „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქცია იმართება. მოძრაობა „შეცვალე“ და მოძრაობა „საქართველოსთვის“ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას მისამართით ბევრი კითხვა არსებობს, რომელთაც პასუხი უნდა გასცეს. ცოტა ხნის წინ, ადგილზე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი - აქციის მონაწილეებმა პრეზენტაციაზე შესვლა სცადეს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გახარიას პარტია არ იქნება მათი რეალური კონკურენტი, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს ამომრჩევლის პარტიულ განწყობებზე. მათივე თქმით, გიორგი გახარიასთვის „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენცია რთული იქნება, რადგან მას გაუჭირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის გაკრიტიკება, ვინაიდან ის თავად იყო ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

რადიკალურ ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „კარგი იქნება, თუ გახარია ხმებს წაართმევს და „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ გადალახავს“.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

Katana . კიდევ ერთხელ გავიხსენებ ნიკოლო მაკიაველის: "მმართველის გონიერებაზე უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რა ხალხს შემოიკრებს."
3 წლის უკან
Katana . მეტი არ იქნა ჩემი მტერი, ამ გუნდით რაიმე წარმატებას მიაღწიოს გახარიამ!..
3 წლის უკან