საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარია თავად იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ამიტომ მას მმართველი გუნდის გაკრიტიკება გაუჭირდება.
„გიორგი გახარიას გაუჭირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის გაკრიტიკება, ვინაიდან ის თავად გახლდათ ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. შესაბამისად, „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენცია მისთვის მარტივი არ იქნება. რაც შეეხება მის მიზნებსა და პლატფორმას, ეს ჯერჯერობით უცნობია, მას არაფერი უთქვამს ამის შესახებ. სჯობს, ჯერ თავად თქვას, თუ რა მიზნები აქვს და რით განსხვავდება მისი გუნდი „ქართული ოცნებისგან“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.