ოპოზიციონერი დეპუტატის, „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, გიორგი გახარია ახალი ამპლუით შემოდის პოლიტიკაში და მის მიმართ არსებობს ბევრი კითხვა.
„მის მიმართ არსებობს კითხვები და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დამაჯერებელი იქნება მისი პასუხები. მე ვფიქრობ, რომ მას აქვს შანსი 5-7 პროცენტის ფარგლებში მოიპოვოს მხარდაჭერა, რაც ნამდვილად არაა ცოტა. ვიღაცას ჰგონია, რომ ის საერთოდ მოიგებს არჩევნებს, ვიღაც ამბობს, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ მიიღებს, მე კი მგონია, რომ სადღაც შუაშია ჭეშმარიტება“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.