N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას შეისწავლიან

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას შეისწავლიან

ჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი საზოგადოებრივი აუწყებლის მხარდაჭერით, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესოებების წარმომადგენელბისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს იწყებს.

პროექტის ფარგლებში, პენიტენციური დაწესებულების სატელევიზიო სიხშირეზე  ტელესკოლის ქართული ენის ვიდეოგაკვეთილები გავა. სასწავლო კურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის ფარგლებში, სპეციალურად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მომზადდა. აღნიშნულ მასალებზე  წვდომა, კი ყველა დაინტერესებულ მსჯავრდებულს ექნება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მსჯავდებულებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო ენა შეისწავლონ.