სკვერების მოწყობა, არსებული რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ამ კუთხით, დედაქალაქის მერია, მათ შორის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, 2018 წლიდან დღემდე, არაერთ პროექტს ახორციელებს.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება ჩუღურეთის რაიონის ყველა უბანში მწვანე, ჯანსაღი გარემოს შექმნა. წლის განმავლობაში, საშემოდგომო და საგაზაფხულო რგვები აქტიურად მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის განცხადების საფუძველზე ხორციელდება. რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები ირგვება.
უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩუღურეთის რაიონში მოეწყო 20 ახალი სკვერი, ხოლო არსებული რეაბილიტირდა. ასევე, რაიონის მასშტაბით, დაირგო 901 ხე და 1 235 ბუჩქი.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობა გამწვანებისა და სარეკრეციაო სივრცეების შექმნასა და მათ მოვლა-პატრონობას მომავალშიც გააგრძელებს.