პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეა, ვინაიდან ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერლის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს.
„ასეთი დღეები განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას იწვევს, გვახსენებს ჩვენს თვითმყოფადობას, წარსულს, მომავალს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი დღეს საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის ნეშტს 26 მაისს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.