მეორე და უფრო დამანგრეველი მიწისძვრა! ბიძგებმა ამჯერად 7.3 მაგნიტუდა შეადგინა, დანგრეულია სახლები, არის მსხვერპლი 

მეორე და უფრო დამანგრეველი მიწისძვრა! ბიძგებმა ამჯერად 7.3 მაგნიტუდა შეადგინა, დანგრეულია სახლები, არის მსხვერპლი 

ცოტა ხნის წინ ჩინეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ washingtonpost.com აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა სამხრეთ ცინხაიში მოხდა. ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეში, ჩინეთის ცენტრში დაფიქსირდა. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მანამდე, სამხრეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში კიდევ ერთი დამანგრეველი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგებმა 6.1 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის ზონაში მეორე დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

სამხრეთ ჩინეთის პროვინცია იუნანის მიწისძვრით დაზარალებული რაიონებიდან მაშველებმა 21 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

ბოლო ინფორმაციით, ტერიტორიაზე 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.

პროვინციის მთავრობამ დაზარალებულ რაიონებში 500-ზე მეტი მაშველი და 103 ერთეული ტექნიკა გაგზავნა