უსამართლობაა თამარ ჟვანიას მიმართ ასეთი განცხადებები და არსებობს პოლიტიკური ეთიკა, რომელიც ნებისმიერ განმცხადებელს უნდა ახასიათებდეს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის განცხადებით, თამარ ჟვანიას მიმართ ასეთი შეტევა იმის მცდელობაა, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას საკუთარი პოზიციის პრინციპულობა დაანახოს.
„აღმოჩნდა, რომ თამარ ჟვანია აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო იმ გაყალბებულ მონაცემებთან, რაც დაითვალა პარალელურმა არჩევნებმა და რაც გადათვლის შემდეგ ზუსტად დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს. ეს ადამიანი არაფერ შუაშია თუნდაც იმ მცირე დარღვევებთან, რომელიც საარჩევნო პროცესს ახასიათებდა. არც მის პროფესიულ დონეში და არც მის ნეიტრალობაში ეჭვი არავის ეპარება და არც ევროკავშირს ჰქონია კითხვები, მითუმეტეს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს ვიცნობთ,"- განაცხადა ვოლსკიმ.