პაატა იმნაძე:  „ზაფხულში ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია საჭირო აღარ იქნება“

პაატა იმნაძე: „ზაფხულში ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია საჭირო აღარ იქნება“

ზაფხულში დიდი სავაქცინო ცენტრები გაიხსნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ვაქცინაცია ისე ჩავიტაროთ, რომ წინასწარი რეგისტრაცია საჭირო აღარ იყოს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„მასობრივ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია აღარ იქნება. მაგალითად, ზაფხულში დიდი სავაქცინო ცენტრები გაიხსნება. ახლა გამოჩნდება, ვინ არის ანტივაქსერი“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ჩინურ ვაქცინებზე – „სინოფარმსა“ და „სინოვაკზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის პრაქტიკულად არანაირი განსხვავება არ არის.

„ტრადიციულად, ტექნოლოგიური ტიპით დამზადებული ვაქცინაა. მთელი თურქეთი „სინოვაკითაა“ აცრილი. ასევე, ბუნებაში არ არსებობს ანალიზი, როდესაც ექიმი გეტყვის, ახლა შენი აცრა შეიძლება და ახლა არ შეიძლება. ეს ცუდი სარეკლამო „ტრიუკია“, – განაცხადა იმნაძემ.