ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსზე: რეალურად ესაა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომელიც საბაბსაც კი არ დატოვებს მანიპულაციებზე სასაუბროდ

ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსზე: რეალურად ესაა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომელიც საბაბსაც კი არ დატოვებს მანიპულაციებზე სასაუბროდ

რეალურად ესაა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომელიც საბაბსაც კი არ დატოვებს, იმისთვის რომ ვინმემ ისაუბროს რაიმე ტიპის მანიპულაციასა და ამის ნიშნებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები. ამაში იგულისხმება მუნიციპალური საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. მნიშვნელოვნად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში. შემოღებული იქნება 100-მეტრიანი რადიუსი, უბნების მინიმუმ 10% გადაითვლება. ესა ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც მოიტანს შემდგომ წინსვლას საარჩევნო პროცესის დახვეწის კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.

17 მაისს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.