კონსულატაციები დაწყებულია და პარტიის თავმჯდომარე ამაზე კიდევ უფრო მეტს იტყვის. ჩვენ სამზადისი უკვე დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება მერის კანდიდატურას, ჩვენი სრული მხარდაჭერა თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს აქვს. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას. როგორც წესი, არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე წარვადგენთ კანდიდატურას და წელსაც ასე მოხდება. გუნდი არის ერთიანი, კონსოლიდირებული და რაც მთავარია, მომავალზე ორიენტირებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.