„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლ დროებით საგამოძიებო კომისიას ახლა არანაირი შინაარსი არ გააჩნია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემი აზრით, არც მაშინ გააჩნდა, ამ საგამოძიებო კომისიას შინაარსი, როცა ის შექმნეს. მთელ ამ პროცესში, ორი თვეა ეს კომისია არსებობს, ერთი წუთიც არ ყოფილა ისეთი, როცა ამ კომისიას შინაარსი ჰქონდა. შესაბამისად, უშინაარსო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მინდა. ჩემს კოლეგებსაც ვურჩევდი დროზე მიხურონ კომისია და გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობა. ჩემი პოზიცია სულ ემთხვეოდა, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, ფასილიტატორების და მედიატორების პოზიციას.
ფაქტობრივად დღეც არ ყოფილა ისეთი, რომ ჩვენ სხვანაირი რამე გვეთქვას და ისინი წინააღმდეგობაში ყოფილიყო. ჩვენმა მეგობრებმა ამ არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს და ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიცია ყველა ფორმით. ჩვენ მიერ შექმნილი კომისია, რა შემადგენლობიტლთაც არის შექმნილი ამის საწინააღმდეგოს ვერაფერს დაადასტურებს. ამასთან, ჩვენ მივაღწიეთ შარლ მიშელის დახმარებით შეთანხმებას და ვფიქრობ, რომ ამ საქმის ნებისმიერი ქექვა და კომისიების შექმნა უბრალოდ ამ ხელშეკრულების სულისკვეთების წინააღმდეგაა მიმართული," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.