ირაკლი კობახიძე: კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი, მერობის კანდიდატად კიდევ ერთხელ დასახელება მის პოზიციაზეა დამოკიდებული

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი, მერობის კანდიდატად კიდევ ერთხელ დასახელება მის პოზიციაზეა დამოკიდებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახა კალაძის მერობის კანდიდატად დასახელება მხოლოდ მის პოზიციაზეა დამოკიდებული. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კახა კალაძე დედაქალაქის საუკეთესო მერია.

„თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ვითარდება და ლამაზდება ქალაქი. კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი. მე მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ 36 ათასივე წევრში არის ერთსულოვნება. რაც შეეხება კახა კალაძის კანდიდატობას, ეს მხოლოდ მასზე და მის პოზიციაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება კანდიდატების დასახელებას, ეს არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე ხდება ხოლმე. ჯერ არის დრო და ყველა კანდიდატი ერთად დასახელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ კახა კალაძის ანგარიშის პირველი პრეზენტაცია, იყო შთამბეჭდავი და ეხებოდა თბილისის ურბანულ განვითარებას. „დარწმუნებული ვარ, ასეთივე შთამბეჭდავი იქნება მომავალი პრეზენტაციებიც“, - აღნიშნა კობახიძემ.