კახა კალაძე: ჩემს გუნდთან ერთად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ, რათა ჩვენი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კიდევ უფრო მეტად გავალამაზოთ, განვავითაროთ და დავამშვენოთ

კახა კალაძე: ჩემს გუნდთან ერთად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ, რათა ჩვენი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კიდევ უფრო მეტად გავალამაზოთ, განვავითაროთ და დავამშვენოთ

ამ ქალაქში ერთად ვცხოვრობთ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა აღმსარებლობის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ღირებულება, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ გვაქვს ერთი, რაც ყველას გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი ქალაქის სიყვარული და სურვილი, რომ თბილისი იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ვიდრე არის დღეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მე, ჩემს გუნდთან ერთად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ, რათა ჩვენი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კიდევ უფრო მეტად გავალამაზოთ, განვავითაროთ და დავამშვენოთ.

ალბათ გახსოვთ, 2017 წელს ჩვენ თბილისის არჩევნებზე წარვდექით კონკრეტული პროგრამით, რომელიც 7 ძირითად პოლიტიკაში იყო ასახული. ამ პროგრამული დაპირებების შესასრულებლად უკანასკნელი წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევა გავწიეთ. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს საამაყო მიღწევები, რიგი მიმართულებით იმაზე მეტიც შევძელით, ვიდრე ამ პროგრამის შექმნისას წარმოგვედგინა და ვიდრე საზოგადოებას ვპირდებოდით.

გარკვეული მიმართულებით გვაქვს არსებითი წინსვლა, თუმცა გვრჩება გამოწვევები, რომელსაც ერთად აუცილებლად დავძლევთ. ყველანი დამეთანხმებით, რომ თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც ოთხი წლის წინ იყო და ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული შვიდი ძირითადი პოლიტიკის შედეგები ქალაქზე დადებითად აისახა. ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, ხედავს და სწორად აფასებს საზოგადოება, საზოგადოება რომელსაც მივეცით დაპირებები და დღეს ვიწყებთ ამ დაპირებების შესახებ ანგარიშის ჩაბარებას. პირველად, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ შვიდი პოლიტიკიდან ერთ-ერთ უმთავრესი მიმართულების, ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ ანგარიშს.

ურბრანული მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. (აქვე შეიძლება პირდაპირ პრეზენტაციაზე გადასვლა და ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტის გაუქმება) პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ შევქმენით ქალაქის სწორი და მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი ჩარჩო, მივიღეთ გენერალური გეგმა. გენ-გეგმის ფარგლებში სრულად აიკრძალა ქაოტური განაშენიანება, მითუმეტეს სპორტულ მოედნებზე, ბაღებსა თუ სკვერებში, რაც წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა; ამის საპირისპიროდ კი, მნიშვნელოვნად გაიზარდა რეკრეაციული სივრცეების ფართობი, გამოიყო ურბანული ცენტრების და პარკების განვითარების არეალები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ცალკე აღსანიშნავია მასშტაბური ინფრასტრუქტურულ პროექტები, რომელთა მეშვეობით წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები გადაიჭრა. რაც მთავარია, თითოეული პროექტის განხორციელებისას ჩვენი მიზანი იყო, რომ გააზრებულად და ფუნდამენტურად განახლებულიყო ძველი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე მიდგომები დაგვენერგა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Ninja ??❤️
3 წლის უკან