„ქართულმა ოცნებამ“ გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ვაყენებდით, ეს პოზიტიური განვითარებაა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულებისას ჟურნალისტებს განუცხადა
ამასთან, მისი თქმით, მმართველ გუნდთან საარჩევნო რეფორმის თაობაზე გამართულ შეხვედრაზე რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა.
„ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა ამა თუ იმ პუნქტთან მიმართებაში. დღეს. ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტიები ვაყენებდით, ეს პოზიტიური განვითარებაა. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ. ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას, იქნება პარლამენტში პირველი, მეორე მოსმენა, ცვლილების შეტანის საშუალება იქნება. ახლა ეს დოკუმენტი ვენეციის კომისიაში იგზავნება, განსხვავება გვრჩება რიგ საკითხებში, მაგალითად ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მაგრამ მთლიანობაში, ამ მომენტში შეთანხმება ისეთია, რომ ეს ასახავს ძირითადად იმ დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ", - აცხადებს ჯაფარიძე.
პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.