იაგო ხვიჩია: კამათი იყო ვინც ახლაც ცესკო-ს წევრია, თავიდან დაინიშნოს თუ - არა, მაგრამ საბოლოოდ მგონი, კონსენსუსამდე მივალთ

იაგო ხვიჩია: კამათი იყო ვინც ახლაც ცესკო-ს წევრია, თავიდან დაინიშნოს თუ - არა, მაგრამ საბოლოოდ მგონი, კონსენსუსამდე მივალთ

ცენტრალური საარჩევნო კომისია არსებითად შეიცვლება, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საარჩევნო რეფორმის თაობაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კამათი იყო ერთადერთ ნაწილზე, ყველა წევრი, ვინც ახლაც არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრი, თავიდან დაინიშნოს თუ არა. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, მაგრამ საბოლოოდ მგონი მივალთ იმ კონსენსუსამდე, რომ არსებული წევრები თავიდან არ დაინიშნოს იქედან გამომდინარე, რომ ისედაც ბევრი ახალი წევრი ემატება ცესკოს. არსებითად იცვლება ცესკო, ნებისმიერ შემთხვევაში.

თავმჯდომარესთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები ისედაც არსებობს. კონკრეტულად თამარ ჟვანიას საკითხი არ განხილულა, მაგრამ მგონი, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.