მმართველ გუნდთან საარჩევნო რეფორმის თაობაზე უმეტესწილად კონსენსუსი მიღწეულია, თუმცა არის განსხვავებული პოზიციებიც, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში საარჩევნო რეფორმის თაობაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საკითხების უდიდეს ნაწილზე მივაღწიეთ შეთანხმებას, თუმცა რჩება კონკრეტული საკითხები, სადაც გავუცვალეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება პოზიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ხვალ დილით მივაწვდით ჩვენს ხედვას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, როგორ ვაფასებთ დღეს არსებულ ვითარებას, რამდენად ვხედავთ შანსს, რომ კონსენსუსის გზით იყოს მიღებული შესაბამისი ცვლილებები და ამის შემდეგ დაიწყება უკვე კონსულტაციები, როგორც ვენეციის კომისიასთან, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. კარგია, რომ ბევრ რამეზე შევთანხმდით, მაგრამ არის კონკრეტული საკითხები, სადაც აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
არლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.