კახა კუჭავა: საარჩევნო კოდექსი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნდობის გასაზრდელად

კახა კუჭავა: საარჩევნო კოდექსი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნდობის გასაზრდელად

დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვერსიას პარლამენტში კონსენსუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი და მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

კუჭავას თქმით, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია.

„დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვერსია პარლამენტში კონსენსუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი და მიღებული. ეს იქნება ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ნდობის გასაზრდელად.

დიახ, აღსრულების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი აკისრია. ეს არის საკითხი, რომელსაც ყველა ელოდება, თავისი პოლიტიკური დატვირთვითაც პროცენტებთან დაკავშირებით, თუ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს. შარლ მიშელის აღსრულების გზა მნიშვნელოვანია და ძალიან ყურადღებით იქნებიან ჩვენი პარტნიორები. მხოლოდ აღსრულებაზეა არ არის საქმე, დოკუმენტის ყველა პუნქტის ჯეროვნად აღსრულებაა საჭირო“, - განაცხადა კუჭავამ.