მოქმედი მერი კახა კალაძე არის დედაქალაქის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუნდის სურვილია, რომ სწორედ მისი ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს თვითმმართველობის არჩევნებში.
„დედაქალაქის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით როგორც კი კახა კალაძე გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს საჯარო გახდება. ამ დროისთვის, როცა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები ახლახანს დაიწყო, რასაკვირველია, ნაადრევია კანდიდატებზე კონკრეტული პოზიციების გახმოვანება. კახა კალაძე არის დედაქალაქის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მერი, ის არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. მთელი გუნდის სურვილია, რომ სწორედ მისი ლიდერობით გავიმარჯვოთ თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შემოდგომაზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.