"დმანისის გუშინდელი ინციდენტის გარშემო სულ რამოდენიმე შეკითხვა მაქვს" - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი .
"ვის ხელში მოხვდა პირველად მაღაზია "ომარის" ფასადზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული კადრები - ექსპერიმენტის სახით მივმართე ძეგვის ავტოგასამართ სადგურს და მათი კამერის ჩანაწერი ვთხოვე, მიუხედავად იმისა რომ მიცნობენ, უარით გამისტუმრეს
როგორ და ვისი მხრიდან მოხვდა ამ ვიდეოჩანაწერების "გლავკანალის" საინფორმაციო სამსახურში გადაცემა
რატომ ემთხვევა ერთი კონკრეტული პოლიტიკურ/საინფორმაციო სამსახურის მიერ - აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის წინ აზერბაიჯანულ საზღვართან ვითარების დაძაბვა და მისი გახმაურებული მედიაასახვა და პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანიდან წარმატებული (რამდენადაც ვიცით) ვიზიტის შემდგომ, აზერბაიჯანელებთან ვითარების მყისიერად და ხელოვნურად გართულება/გაშუქება
რატომ მიეცა გუშინ მომენტალურად ამ ინციდენტისთვის ქართულ-აზერბაიჯანული "ეთნიკური" კონფლიქტის შეფასება, ვის მიერ და რა მიზნით
ჩემს შეკითხვებზე ლოგიკური და სამართლებრივი პასუხების, სიმართლე რომ გითხრათ - მეშინია. არ მინდა კიდევ ერთი პოლიტიკური შეფუთვა მივიღოთ, რასაც შარლ მიშელის მორიგი ჩართულობა მოჰყვება. მირჩევნია მოვტყუვდე ან მომატყუონ - ვიდრე კიდევ ერთი საერთაშორისო მედიაცია გადავიტანო"...