გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელია გახვეული იყო სააკაშვილის მიერ დაგებულ პოლიტიკურ ხაფანგში, დადასტურდა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელია გახვეული იყო სააკაშვილის მიერ დაგებულ პოლიტიკურ ხაფანგში, დადასტურდა

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ნიკა მელიას კიევში ვიზიტმა დაადასტურა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგებულ პოლიტიკურ ხაფანგში იყო გახვეული. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრებს საერთაშორისო პარტნიორების აზრზე მეტად უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილის აზრი აინტერესებთ.

„ჩვენი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელია გახვეული იყო სააკაშვილის მიერ დაგებულ პოლიტიკურ ხაფანგში, დადასტურდა იმით, რომ ეს ფორმალური თავმჯდომარე ჩადის კიევში ფაქტობრივ თავმჯდომარესთან. ამის ნაწილია ის, რომ „ნაცმოძრაობასა“ და ნიკა მელიას არ აინტერესებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აზრი, რომლებმაც ამდენი ძალისხმევა და რესურსში ჩადეს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. უფრო აინტერესებთ ფაქტობრივი ლიდერის, უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრთან ერთად კიევში გუშინ გაემგზავრა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.