თამარ კორძაია: მიხეილ სააკაშვილის აზრი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი

თამარ კორძაია: მიხეილ სააკაშვილის აზრი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი

მიხეილ სააკაშვილის აზრი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი, - ამის შესახებ განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ.

„მიხეილ სააკაშვილი იყო იმ ბლოკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელშიც ვიყავით 5 პარტია გაერთიანებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისი აზრი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. მე ველოდები ბლოკის საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კორძაიამ.

ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრთან ერთად კიევში გუშინ გაემგზავრა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.