როდის დაიწყება ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია

როდის დაიწყება ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია

ვიდრე მასობრივი ვაქცინაციის კამპანია არ დაიწყება, მანამდე გარკვეული ბენეფიტების დაწესებას შესაძლოა, დისკრიმინაციული ხასიათი ჰქონდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა არ იქნება იმდენი, რომ ყველა მსურველს ჰქონდეს მისი სწრაფად და დროულად მიღების შესაძლებლობა, ვაქცინირებულებისთვის რაიმე ბენეფიტის დაწესება არასწორია.

გაბუნიამ ისაუბრა, როდის დაიწყება ქვეყანაში ვაქცინაციის მასობრივი კამპანია.

„გეგმის თანახმად, ვაქცინაციის მასობრივი კამპანია მესამე კვარტლიდანაა დაგეგმილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მესამე კვარტალში, ივლისში, მეტად გაიშლება ვაქცინაციის პროცესი. ივლის-აგვისტო-სექტემბერში იქნება ძალიან ფართო მოცვა და ამისთვის მიმდინარეობს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მომზადება, რადგან ის კლინიკური ინფრასტრუქტურა, სადაც დღეს მიმდინარეობს ვაქცინაცია, საკმარისი არ იქნება. მეოთხე კვარტალი კი იქნება ის პერიოდი, როდესაც სრულად უნდა მოვიცვათ მოსახლეობა. ასე რომ, თუ ჩვენ გადავხედავთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, გარკვეული რაოდენობის მიღწევის შემდეგ დაიწყო საუბარი ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნაზე, ასევე შეზღუდვების შემსუბუქებაზე ვაქცინირებული პირებისთვის. ასე რომ, ჩვენც გარკვეული დრო დაგვჭირდება, რათა მოვემზადოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.