ოჯახის სიწმინდის დღეს, სასულიერო პირები მსვლელობას ავტოკოლონებით მართავენ და ქუჩებს აკურთხებენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, მსვლელობის წესები შეიცვალა და მხოლოდ სასულიერო პირები, სტიქაროსნებთან ერთად მონაწილეობენ.
„პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი ფორმატი შეცვლილია და სასულიერო პირების უშუალო მონაწილეობით მოხდება დედაქალაქის საყოველთაო კურთხევა, დაილოცება მოსახლეობა, მოხდება ქუჩების სხურება ნაკურთხი წყლით და ამით აღვნიშნავთ და მივულოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს სრულიად საქართველოს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
მრევლისგან განსხვავებით, პროცესს შეუერთდნენ მამა-შვილი – გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. მათი თქმით, თუ სადმე ლგბტ თემი დღევანდელი დღის აღნიშვნას შეცდება, ისინი მათ ამაში ხელს შეუშლიან.