თამარ გაბუნიას თქმით, საკოორდინაციო საბჭო ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქების გადაწყვეტილებას ზამთარში ვერ მიიღებდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ შემთხვევაში აქტივობა უფრო მეტად მოსალოდნელია გარე სივრცეში, ვიდრე შიდა სივრცეში და გარე სივრცე, როგორც მოგეხსენებათ, უფრო ნაკლები რისკის მატარებელია ეპიდემიოლოგიური კუთხით. ამგვარ გადაწყვეტილებას ზამთრის პერიოდში ვერ მივიღებდით, მსგავსი პიკური მდგომარეობის პირობებში. მაგრამ ზაფხულის პერიოდში, როდესაც მეტი არის გარე სივრცეში აქტივობა, ეპიდემიური რისკების ზრდას ეს აბალანსებს“, - განაცხადა გაბუნიამ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდა და დღეიდან 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს.