ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ დმანისში პრაქტიკულად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იყოს წარმოჩენილი, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება

ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ დმანისში პრაქტიკულად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იყოს წარმოჩენილი, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება

საკმაოდ სამწუხარო ფაქტი მოხდა დმანისში. პოლიცია ჩართულია, შსს, მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცით, ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პრაქტიკულად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იყოს წარმოჩენილი, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება“, - განაცხადა ნათუა თურნავამ.

ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.