საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი აქტიურადაა ჩართული პროცესში, პრაქტიკულად შეთანხმება უკვე მიღწეულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ის იმედოვნებს, რომ მოხდება შეჯერება და მიღებული იქნება გამართული, კიდევ უფრო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული საარჩევნო კანონმდებლობა.
„საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი აქტიურადაა ჩართული პროცესში, პრაქტიკულად შეთანხმება უკვე მიღწეულია, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ვფიქრობ, რომ იმ კვირაში აუცილებლად შეთანხმდება. ისეთი წინააღმდეგობრივი პოზიციები დარჩენილ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც შეთანხმების მიღწევას გააძნელებს პრაქტიკულად გამორიცხულია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება შეჯერება და ჩვენ მივიღებთ გამართულ, კიდევ უფრო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ საარჩევნო კანონმდებლობას“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.