გრიგოლ გეგელია: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პარტიულ-პოლიტიკური ზრახვებისგან მაქსიმალურად თავისუფალი საარჩევნო სისტემის მიღწევა

გრიგოლ გეგელია: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პარტიულ-პოლიტიკური ზრახვებისგან მაქსიმალურად თავისუფალი საარჩევნო სისტემის მიღწევა

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნებ ფართო პოლიტიკური ზრახვებისგან თავისუფალი სისტემის მიღწევა, - ამის შესახებ გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. „ლელოს“ წევრის თქმით, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, რომ გარკვეული მიმართულებით არის თანხვედრა. შესაბამისად, ეს ქმნის გარკვეულ საფუძველს ოპტიმიზმისთვის, რომ ყველა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით ასევე იქნება თანხვედრა მხარეებს შორის. პროფესიული ნიშნით გარკვეული კვოტის დაკომპლექტება, ბუნებრივია, არის საინტერესო პრინციპი, თუმცა აქ არის ნათლად ჩამოსაშლელი როგორ, რა ნიშნით, რა კრიტერიუმებით, რა წესებით კომპლექტდება ეს პროფესიული პრინციპი. იმიტომ რომ ეს პროფესიული კვოტა შეიძლება ძალიან მარტივად პარტიულ-პოლიტიკური მაქინაციის საგანი გახდეს. ჩვენ მსოფლიოს არაერთ დემოკრატიაში გვინახავს მსგავსი ტიპის მანიპულაციები, რომელსაც პარტიულ-პოლიტიკური ზრახვები ამოძრავებდა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პარტიულ-პოლიტიკური ზრახვებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სისტემის მიღწევა“, - განაცხადა გრიგოლიამ.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.