პაატა მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო პროცესისადმი ნდობას გაზრდის

პაატა მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო პროცესისადმი ნდობას გაზრდის

საბოლოო ჯამში, არგუმენტია, რომ იმ შემთხვევაში თუ ცესკოს თავმჯდომარე გადადგება, რამდენად სწორია პარტიულმა თავმჯდომარემ შეასრულოს მისი მოვალეობა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„თუ ვთანხმდებით ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, თუ ვთანხმდებით ტექნოლოგიების შემოტანასთან დაკავშირებით, თუ ვთანხმდებით მონაწილეების სიების გამოტანასთან დაკავშირებით, თუ ვთანხმდებით ხმების დათვლის პროცედურის დროს მაღალი რეზოლუციის არსებობაზე, თუ ვთანხმდებით, რომ შემაჯამებელ ოქმებში შესწორებები არ შევა ახსნა-განმარტებებით, როგორც აქამდე იყო და გადათვლის საფუძველზე შევა მხოლოდ და თუ ვთანხმდებით, რომ გასაჩივრების ერთიანი ელექტრონული სისტემა გვექნება, სადაც დავინახავთ რა უბანზე რა დარღვევა იყო და რა საჩივარს რა რეაგირება მოჰყვა, მაშინ ნდობა გაიზრდება საარჩევნო პროცესის მიმართ და ჩვენ ასეთ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.