არქიმადნრიტმა იოანემ კაბა გაიხადა, მღვდლობაზე უარი თქვა და ცოლად მონაზონი შეირთო. ყოფილი სასულიერო პირები, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. მამა იოანე და დედა ნინო ლოს-ანჟელესის ქართულ ტაძარში მსახურობდნენ.
„იქ, ეკლესიაში ადამიანებმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, ვინც მასთან იყო. აქაც, შეიძლება, მაგრამ მათი სინანულიც იყო ძალიან მაღალი. მე ვფიქრობ, არ არსებობს დედამიწაზე უფრო დიდი რამ, ვიდრე სიყვარულია... დედამიწაზე ღმერთს ვერ შეხვდები და სიყვარული თვითონ ღმერთია. ესეიგი თუ სიყვარული შენთან მოვიდა, ამან უკვე მოგვცა ძალიან დიდი შედეგი“, - ამბობს არქიმანდრიტი იოანეს მამა, სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარი ილია „ნოდარ მელაძის“ გადაცემაში.
საქართველოს საპატრიარქომ მღვდელსა და მონაზონს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ახლა ისინი საერო პირების რანგში ლოს-ანჟელესში ოთხ შვილს ზრდიან.
?
რას ნიშნავს ბოლო წინადადება? - ეს 4 შვილი ერთბაშად გაჩნდათ, რაც მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს... მანამდე ეყოლათ, როცა ერთი მონაზონი იყო და მეორე მღვდელი... თუ საუბარია ბავშვებზე, რომლებიც მათი საერთო შვილები არ არიან? - ხომ უნდა ეწეროს ეს გასაგებად?!