ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 330 375 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 308 821, გარდაიცვალა 4 442 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.

amo სინოფარმის მეორე აცრისთვის დარეგისტრირებას ვერ ვახერხებთ, კომპიუტერული უზრუნველყოფა ჭედავსო ამბობთ. ერთი კვირა ასეთი მდგომარეობაა. თუ საჭირო რაოდენობის ვაქცინა გაქვთ, მაშინ გამოაცხადეთ, რომ მსურველებმა მიაკითხონ იმ ვაქცინის ცენტრებს, სადაც პირველად მოახდინეს ვაქცინაცია. რატომ არ აკეთებთ ამას? რამდენი დღეა დასაშვები ვაქცინებს შორის?
4 წლის უკან