ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბა

ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა.

კონფლიქტის მეშვიდე დღეს „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით გაუშვა რაკეტები. ისრაელში აცხადებენ, 10-მდე ადამიანი დაშავდა მაშინ, როდესაც თავშესაფრებისკენ გაქცევას ცდილობენ.

სულ კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ღაზაში 149 დაღუპულის შესახებ აცხადებენ, რომელთაგანაც 41 ბავშვია. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი სამხედრო ოპერაციას გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. მოგვიანებით კონფლიქტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.